კონფიდენციალურობა და ქუქი-ფაილები
მოკლედ
- საიტის გამოსაყენებლად რეგისტრაცია არ გჭირდებათ და სახელს, ელფოსტას ან სხვა პირად ინფორმაციას არ გთხოვთ.
- ვიზიტების სტატისტიკას Google Analytics-ით ვაგროვებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამაზე თანხმობას გვაძლევთ.
- თუ უარს იტყვით, Google Analytics საერთოდ არ ჩაიტვირთება.
რას ვაგროვებთ და რისთვის
თანხმობის შემთხვევაში Google Analytics 4 აგროვებს ზოგად ინფორმაციას: რომელი გვერდები ნახეთ, საიდან მოხვედით საიტზე, სავარაუდო მდებარეობას (ქვეყანა, ქალაქი) და მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპს. ამ მონაცემებით ვიგებთ, რომელი თემები გამოგადგათ და რა უნდა გავაუმჯობესოთ.
Google-ის თანახმად, Google Analytics 4 IP მისამართებს არ ინახავს. სარეკლამო მიზნებისთვის (რეკლამის პერსონალიზაცია, სარეკლამო ქუქი-ფაილები) მონაცემების გამოყენება ამ საიტზე ყოველთვის გამორთულია.
ქუქი-ფაილები (cookies)
თანხმობის შემთხვევაში Google Analytics თქვენს ბრაუზერში ინახავს ამ ქუქი-ფაილებს:
| სახელი | დანიშნულება | ვადა |
|---|---|---|
_ga | ვიზიტორების ერთმანეთისგან გარჩევა | 2 წელი |
_ga_<ID> | ვიზიტის (სესიის) მდგომარეობის შენახვა | 2 წელი |
გარდა ამისა, საიტი თქვენს ბრაუზერში (localStorage) ინახავს ორ პარამეტრს: არჩეულ თემას (ღია ან მუქი) და ქუქი-ფაილებზე თქვენს პასუხს. ეს ინფორმაცია მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე რჩება და არსად იგზავნება.
როგორ შევცვალოთ არჩევანი
არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საიტის ქვედა ნაწილში ღილაკით „ქუქი-ფაილების პარამეტრები“. უარის შემთხვევაში Google Analytics-ის ქუქი-ფაილებს წავშლით. ქუქი-ფაილების წაშლა თქვენი ბრაუზერის პარამეტრებშიც შეგიძლიათ.